08:05 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 10:19:20, 1416 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg - ინდოეთი რუსული ნავთობის იმპორტის გაორმაგებას აპირებს

ინდოეთი აპირებს გააორმაგოს რუსული ნავთობის იმპორტი და ისარგებლოს კომპანიის Rosneft-ის მიერ შემოთავაზებული მნიშვნელოვანი ფასდაკლებით რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის გამო. ამის შესახებ ამერიკული სააგენტო Bloomberg ინდოეთის სახელმწიფო კომპანიების გეგმებზე გაცნობილ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ახლა განიხილება ნავთობის გადაზიდვის, ასევე ტრანსპორტირებისა და დაზღვევის საკითხები.

„სახელმწიფო გადამამუშავებელი მწარმოებლები (ინდოეთის - რედ.) ერთად მუშაობენ მოლაპარაკებების დასასრულებლად და ახალი ნახევარწლიური კონტრაქტების დასადებად ინდოეთში რუსული ნავთობის მიწოდებისთვის“, - მოჰყავს გამოცემა წყაროებიდან.

ინდოეთი რუსული ნავთობით ადრეც იჩენდა ინტერესს, ხოლო აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი შეზღუდვები დააწესეს რუსეთის ფედერაციიდან ნახშირწყალბადების იმპორტზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.

მოგეხსენებათ, გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაგზავნა წერილი იტალიურ ნავთობკომპანია Eni SpA-სა და ესპანურ Repsol SA-ს ვენესუელიდან ნავთობის შესყიდვის აღდგენის მიზანშეწონილობის შესახებ . ამან უნდა აანაზღაუროს რუსეთიდან იმპორტის შეწყვეტა და გარკვეულწილად შეამციროს დეფიციტი ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics