12:29 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 11:22:20, 1069 ნახვა

საზოგადოება
კრწანისში რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო

კრწანისის რაიონში,  ხეივნის დასახლებაში, გულიას პირველი ჩიხი N6-ის მიმდებარედ, 6 500 კვ.მ-ზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები,  დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი. ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დამონტაჟდა სკამები, და სეპარირებული ურნები. ასევე, დაიგო დეკორატიული ფილები. ადგილზე სკვერისათვის საჭირო ყველა თანამედროვე ინვენტარი დაიდგა. ასევე, მოეწყო დიდი სპორტული მოედანი.

აღნიშნული ტერიტორია კერძო მფლობელობაში იყო. მოსახლეობის თხოვნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის უშუალო ჩართულობის შედეგად, აღნიშნული სივრცე მოეწყო.

„ხეივანში ახლად მოწყობილ სკვერსა და სპორტულ მოედანს მოსახლეობა წლების განმავლობაში ელოდებოდა. ბატონი კახას უშუალო ჩართულობით, შევძელით და დავიბრუნეთ 2007 წელს გასხვისებული ტერიტორია და დავიწყეთ სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები. დღეს, უკვე ამ სივრცეს მოწესრიგებულს და გალამაზებულს რომ ვხედავთ, მოსახლეობასთან ერთად, ჩვენც ძალიან გვახარებს. დაახლოებით, 10 ჰექტრამდე სივრცე გავალამაზეთ ბოლო წლებში და აქტიურად ვაგრძელებთ სამუშაოებს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 988 223 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთმა ფეიერვერკების გაყიდვასა და გამოყენებაზე დროებითი აკრძალვა დააწესა
კობახიძე ირწმუნება, რომ 2020 წლის შემდეგ სიღარიბე 0.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია
კობახიძე - 2021-2025 წლებში გვქონდა ძალიან მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 9.5%
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics