|
2022-06-04 10:41:34, 1158 ნახვა
მსოფლიო
CNN: ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინის გარეშე განიხილავენ ომის დასრულების გეგმას
შეერთებული შტატების, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რათა განიხილონ უკრაინაში ომის დასრულების გეგმა მოლაპარაკებების გზით, იუწყება CNN რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით. კერძოდ, ტელეარხის თანამოსაუბრეების თქმით, განიხილეს იტალიის გეგმა. უკრაინა უშუალოდ არ მონაწილეობს ამ დისკუსიებში, რაც, როგორც CNN აღნიშნავს, ეწინააღმდეგება აშშ-ს ხელისუფლების განცხადებებს - "არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე". ამასთან, როგორც ხაზგასმით აღინიშნა, შეერთებული შტატები არ ახორციელებს ზეწოლას უკრაინაზე გარკვეული გეგმის დაჟინებით და არ უბიძგებს მას რუსეთთან მოლაპარაკებისკენ. საქმე ეხება სამშვიდობო გეგმის სავარაუდო პარამეტრების დადგენას, რომელიც შეიძლება უკრაინას შემდგომი განხილვისთვის შესთავაზოს, წერს CNN. თუმცა, არხის წყაროები ეჭვობენ, რომ უკრაინა მზადაა ნებისმიერი შეთანხმებისთვის, რომელიც ტერიტორიულ დათმობებს ითვალისწინებს. ამავდროულად, CNN-ის ორმა წყარომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნამდვილად არ უჭერს მხარს იტალიურ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ყირიმისა და დონბასის სრულ ავტონომიას. ჯერჯერობით უცნობია მოლაპარაკებებს მოჰყვება თუ არა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ წარმოებული დისკუსიები. როგორც CNN აღნიშნავს, შეერთებული შტატების ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ხედავს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების რეალურ პერსპექტივას. უკრაინა და რუსეთი ასევე ნაკლებად ინტერესდებიან სერიოზული მოლაპარაკებებით.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)