|
2022-06-03 18:40:24, 2759 ნახვა
პოლიტიკა
GLOBSEC 2022-ის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილს ლექსო ლაშქარავაზე ჰკითხეს
ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმეზე ჰკითეს. დისკუსიის დროს, რომელშიც მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუც მონაწილეობდა, ირაკლი ღარიბაშვილს აუდიტორიიდან ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაუსვა კითხვა დაუშვებდა თუ არა საქართველოს მთავრობა იმავე შეცდომას, რაც შარშან დაუშვა, როდესაც არ დაიცვა ისინი. “თქვენ იკითხეთ, რატომ არ უნდა მიიღოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩემი კითხვაა და დავუბრუნდები გასული წლის 11 ივლისს, როდესაც ჟურნალისტი და ოპერატორი თბილისის ცენტრში თბილი პრაიდის დროს მოკლეს, როდესაც მათ ულტრამემარჯვენეები დაესხნენ თავს. თქვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ აქტივისტები დაეცვა. თქვენი ხელისუფლება წელსაც იმავე შეცდომას გაიმეორებს თუ რეალურად დაიცავს ევროპულ ღირებულებებს?” - იკითეს დარბაზიდან. პრემიერის თქმით, ეს ინფორმაცია ლაშქარავას დაღუპვაზე არ ოყო სწორი. „ბატონმა თქვა, რომ ოპერატორი მოკლეს დაპირისპირების დროს. არ მინდა შეგაწუხოთ ყველა დეტალით, მაგრამ ვიტყვი მოკლედ, პოლიციამ დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ისინი ციხეში არიან. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მათი ორიენტაციისა და მსგავსი რამ. და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ კანონი რომელიც არსებობს საქართველოში, იცავს ყველა მოქალაქეს", - თქვა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, „სირცხვილიას" ოფისთან მოძალადეებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ის რამდენიმე დღეში, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. შსს-მ გარდაცვალების მიზეზად ზედოზირება დაასახელა.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)