|
2022-05-31 17:48:35, 966 ნახვა
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი - კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიურ შედეგს ხელისუფლების შესაცვლელად გამოიყენებენ
„ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება ყველაფერს იმისთვის, რომ ხელისუფლება საქართველოში ძალისმიერი მეთოდით შეცვალოს. 2024 წლამდე საქართველოში არჩევნები არ იქნება, ამიტომ ახლა ისინი ფიქრობენ, რომ თუ ნეგატიური შედეგი იქნა კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, ეს გამოიყენონ, გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, ამას ყველანი ერთხმად ამბობენ, სამადაშვილი, მალაშხია, სხვები, რომ როგორმე დაამხონ ხელისუფლება - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლა გადის მათ შორის საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობებზე და საქართველო ძმათამკვლელ ომში არ ჩაერთვება. „არასრულ 10 წელიწადში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 არჩევნები წააგო. არჩევნებს გზით ხელისუფლების შეცვლა არ გამოდის, ამაზე ჩამოვყალიბდით. 2024 წლამდე საქართველოში არჩევნები არ იქნება, ამიტომ ახლა ისინი ფიქრობენ, რომ თუ ნეგატიური შედეგი იქნა კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, ეს გამოიყენონ, გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, ამას ყველანი ერთხმად ამბობენ, სამადაშვილი, მალაშხია, სხვები, რომ როგორმე დაამხონ ხელისუფლება. ყველაფერს გამოიყენებენ, ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ როგორმე ხელისუფლება შეიცვალოს საქართველოში არა არჩევნების გზით, ქვეყნის შიდა თუ საგარეო პრობლემების გამოყენებით, ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის. ნაცვლად იმისა, რომ ერთი გეზით ვიაროთ ევროკავშირისკენ, ცდილობენ ამ გზაზე საქართველოს შეფერხება შეუქმნან. ამაზე პარტიის თავმჯდომარემ გუშინ ღიად ისაუბრა. ხელისუფლების შეცვლა გადის მათ შორის საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობებზე. ჩვენ ღიად და საჯაროდ ვთქვით, რომ ეს ვერ მოხდება „ქართული ოცნების“ ხელში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, საქართველოს დამანგრეველ ძმათამკვლელ ომში ვერ ჩავერთვებით. კითხვას ვსვამ ძალიან მარტივს, ვის უნდა ეომოს საქართველო თავის მიწა-წყალზე, თავის თანამოქალაქეებს? აფხაზებს, აფხაზეთში, ოსებს ცხინვალის რეგიონში? თუ ვინმე სხვებს ვეომებით? ჩვენ რიგით მერამდენე ძმათამკვლელ ომში ქვეყანას არ გადავჩეხავთ ერთი უმთავრესი მიზნის გამო - არ ვაპირებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი გზით აღდგენას. დიალოგს ჩვენს თანამოძმეებთან - აფხაზებთან და ოსებთან ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არ გვინდა ომი არავისთან ამ რეგიონში. ამიტომ, რა მცდელობებიც არ უნდა იყოს, რა მიზეზიც არ უნდა გამოიყენოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქედან არაფერი გამოვა. ამის გამკეთებელი „ქართული ოცნება“ არ არის. 2024 წლამდე ჩვენ ვართ ხელისუფლების სათავეში. თუ ვინმეს სხვა მიზნები ამოძრავებს მიაღწიოს წარმატებას არჩევნებზე და შემდეგ დავინახავთ მათ ზრახვებსაც. არჩევნებში წარმატების მიღწევის ნულოვანი შანსი აქვთ“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)