|
2022-05-31 10:08:11, 1603 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივ ემბარგოს დააწესებს - რას მოიცავს სანქციების მეექვსე პაკეტი
დიდხნიანი მსჯელობის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სანქციების მეექვსე პაკეტში რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგო დააწესონ. ამის შესახებ გადაწყვეტილება სამიტზე მიიღეს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოიცავს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტს, რაც მხოლოდ ზღვით შემოტანილ რუსულ ნავთობს გულისხმობს და იძლევა დროებით გათავისუფლებას მილსადენებით მიწოდებული იმპორტისთვის. სანქციების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს აქტივების გაყინვას და ფიზიკური პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვას. ხოლო რუსეთის უმსხვილესი ბანკი, Sberbank, გამოირიცხება SWIFT-დან, ფინანსური გადარიცხვების მთავარი გლობალური სისტემისგან, საიდანაც ადრე ევროკავშირმა აკრძალა რამდენიმე მცირე რუსული ბანკი. სამ მსხვილ რუსულ სახელმწიფო მაუწყებელს ევროკავშირში კონტენტის გავრცელება შეეზღუდება. ”ჩვენ გვინდა გავაჩეროთ რუსეთის ომის მანქანა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძლიერი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მტკიცეები, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მკაცრი”, - განაცხადა შარლ მიშელმა. მანვე დასძინა, რომ ახალი სანქციები, რომლებსაც 27-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერა ესაჭიროებოდათ, ოთხშაბათს კანონიერად დამტკიცდება. შეგახსენებთ, რომ ეს არის ევროკავშირის სანქციების რიგით მეექვსე პაკეტი, ვინაიდან მათ უკვე დააწესეს სანქციების ხუთი რაუნდი რუსეთის წინააღმდეგ. ის შეეხება 1000-ზე მეტ ადამიანს ინდივიდუალურად, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინსა და ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებს, ასევე პროკრემლის ოლიგარქებს, ბანკებს, ქვანახშირის სექტორსა და სხვა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)