|
2022-05-29 15:31:03, 1235 ნახვა
მსოფლიო
ტეხასის უვალდის მაცხოვრებლები გლოვობენ ქალაქში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლ ბავშვებს
იუვალდის მოსახლეობა ცენტრალურ პარკში შეიკრიბა, სადაც იმპროვიზირებული მემორიალი გამოჩნდა. რამდენიმე დღის წინ ამ ქალაქში, 18 წლის მოზარდის მიერ სკოლაში გახსნილი სროლის შედეგად 19 ბავშვი და ორი ზრდასრული დაიღუპა. "ჩვენ აქ გატეხილი გულით მოვედით, რადგან ეს ბავშვები ასე ადრე წაიყვანეს ცხოვრებიდან. ეს არის რთული, საშინელი მომენტი უვალდისთვის და მთელი მსოფლიოსთვის", - ამბობს ჯონი. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დელავერის უნივერსიტეტში გამოსვლისას მიმართა კურსდამთავრებულებს და მთელ ერს: "ბოროტება მოვიდა იმ დაწყებითი სკოლის კლასში ტეხასის შტატში, სუპერმარკეტში ნიუ-იორკის შტატში და ძალიან ბევრ სხვა ადგილას, სადაც უდანაშაულო ადამიანები გახდნენ დესტრუქციული ძალების მსხვერპლი. ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცენი. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ. ჩვენ ამას ვერ დავივიწყებთ. ტრაგედია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამერიკა უფრო უსაფრთხო გავხადოთ“. რუთ უიტფილდის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაესწრო. 86 წლის ქალი აფრო-ამერიკული უბნის ბაფალოს სუპერმარკეტზე თავდასხმის ყველაზე უფროსი მსხვერპლი იყო. ჰარისმა აუდიტორიას მოუწოდა, ბოლო მოეღო სიძულვილსა და ძალადობას. კამალა ჰარისი, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი: "ეს არის მომენტი, რომელიც მოითხოვს ყველა კარგ ადამიანს, ყველა ღვთისმოყვარე ადამიანს, ადგეს და თქვას: "ჩვენ ამას ვერ გავუძლებთ". ბუფალოში სროლის შედეგად, რომელიც თეთრკანიანმა ამერიკელმა გახსნა, 10 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)