17:20 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 11:49:00, 575 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გათვალისწინებულია შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ისე, რომ ძეგლის ავთენტურობა სრულად იქნება დაცული.

„მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა დაარსდა. მუზეუმმა ბინა დაარსებისთანავე დაიდო ზანდუკელის ქუჩის N1-ში, სადაც დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა. აღნიშნული პროექტის მიხედვით, სამუშაოების განხორციელების შედეგად, სახლ-მუზეუმის ავთენტურობა შენარჩუნდება, განახლდება ინფრასტრუქტურა. სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა სამუზეუმო მემორიალური შენობისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება ფართში, რომელიც თბილისის მერიამ კერძო პირისგან გამოისყიდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობა და სამუზეუმო ფონდი შესაბამისი წესისა და ფასეულობათა დაცვის ინსტრუქციის შესაბამისად, გადატანილია დაცულ ადგილას შესწავლა-დამუშავებისთვის.

პროექტი ითვალისწინებს შენობის ადაპტირებასა და სხვადასხვა საჭიროების ადამიანებისთვის სრულ ხელმისაწვდომობას.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხაბეიშვილი გომელაურს - კორუმპირებული ხართ - ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ
პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ლავროვი - საქართველოში დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს - კანონი ურბილესია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics