2022-05-25 11:27:19, 378 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი - 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები 13.9%-ით გაიზარდა
![]() საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობამ 1 360.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.9 პროცენტით მეტია. 2021 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11.0 პროცენტით გაიზარდა და 1 221.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 13.5 პროცენტით გაიზარდა გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2021 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 86.0 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 12.7 პროცენტით გაიზარდა და 842.6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 15.8 პროცენტით გაიზარდა და 517.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2021 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვვენებელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 45.9 პროცენტი შეადგინა. ასევე 0.8 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი და 10.2 პროცენტს უტოლდება. ამასთან, პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 22.6 პროცენტი შეადგინა. 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 289.5 მილიონი ლარი გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11.5 პროცენტით გაიზარდა და 1 158.3 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 14.0 პროცენტით გაიზარდა და 345.9 ლარს გაუტოლდა. 2021 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში თითქმის უცვლელია და 70.1 პროცენტს შეადგენს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის, პლატფორმას შექმნის
მოძრაობა „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ - სირცხვილიას“ კამპანია „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი 82:76 დაამარცხა
დიდი ბრიტანეთი ბელარუსს სანქციებს უწესებს
|
ომი უკრაინაში![]() ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის, პლატფორმას შექმნის
![]() მედია - ბულგარეთმა რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა
![]() გაიდაი - ლისიჩანსკიდან ჯარების გაყვანა ძალიან მტკივნეულია იყო, მაგრამ ახლა ბიჭები ცოცხლები არიან
ვიდეო/LIVE „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
![]() აბორტის აკრძალვა აშშ-ში, 50 წლის წინანდელი საქმის გადახედვა და ამერიკელები უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ
მთავარი თემა
|