10:25 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 11:00:50, 801 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი, ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის 75-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

ზურაბ აზარაშვილმა, საქართველოში, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, დაგეგმილ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, რათა მოსახლეობა უზრუნველყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისებით. მისი განმარტებით, ის პოზიტიური რეფორმები, რომლებიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ზურაბ აზარაშვილმა მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინას ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა.

„პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეშფოთებულები ვართ უკრაინაში ადამიანური მსხვერპლისა და ჯანმრთელობის მხრივ არსებული მდგომარეობით.

მივესალმებით გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილ კონსოლიდირებულ ანგარიშს. მართლაც, „ჯანმრთელობა ვერ იქნება მშვიდობის გარეშე და მშვიდობა - ჯანმრთელობის გარეშე.

საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, რათა მოსახლეობა უზრუნველყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებით და მაღალი ხარისხის, სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტებით.საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველომ წარმატებით გადალახა ბოლოდროინდელი პანდემიის გამოწვევები.

მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა როგორც ჯანდაცვის სისტემების, ისე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის, მედიცინის მუშაკთა შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

2022-2030 წლების ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, იგეგმება პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერება. უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაფართოებას.

2015 წლიდან საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და „C“ ჰეპატიტის ტვირთის შემცირებაში.

საქართველოს ჯანდაცვის სააგენტოები, ჩვენს წარმატებულ გამოცდილებას, აქტიურად უზიარებენ რეგიონის სხვა ქვეყნებსაც.

იმედი მაქვს, ჯანდაცვის პოზიტიური რეფორმები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ქვეყანაში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს“, - განახადა ზურაბ აზარაშვილმა მსოფლიო ჯანდაცვის 75-ე ასამბლეაზე.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ოფიციალურ და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე იღებენ.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრამონი - რუსული კანონი ძალიან მკაფიოა - ის საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატობას
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს განახლდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics