12:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 11:13:33, 1200 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი ჟენევაში, სომხეთისა და ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჟენევაში, სომხეთისა და ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინსტრო ავრცელებს.

სომეხ კოლეგასთან, ანაჰიტ ავანესიანთან ორმხრივ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიან თანამშრომლობას. ისაუბრეს გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის საკითხებზე. მხარეებმა ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის, დისტრიბუციისა და რეალიზაციის სფეროში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო, ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხებსაც. 

ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები იქნა განხილული ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზეც. გინიატ აჟარი საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-ყაზახეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებიც განიხილეს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში, მსოფლიო  ჯანდაცვის 75-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. მინისტრთან ერთად იმყოფება პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics