|
2022-05-23 17:14:24, 1507 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საგამოძიებო სამსახურის უფროსს შეხვდა
შეხვედრაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილს დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და განვითარების ხედვა გააცნო. ხაზი გაუსვა ძლიერი და ეფექტიანი დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის არსებობის მნიშვნელობას და საგამოძიებო ორგანოს ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებს. - ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსაური ავრცელებს. მათივე თქმით, შეხვედრაზე კოკა კაციტაძემ ვრცლად ისაუბრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც მიზნად ისახავს დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოს შექმნის ინიციატივა დეტალურად გააცნო. საბჭოს შექმნა სამოხელეო დანაშაულის შემცირებისკენ გადადგმულ სტრატეგიულ ნაბიჯია, საბჭოს მუშაობაში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ერთად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, სადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი იქნება საქმიანობის ანგარიში, მოხდება სამართალდამცავების საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების და ტენდენციების იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტის გზები ერთობლივად დაისახება. საბჭოს ფორმატში განხილული საკითხები უწყებებს მისცემს შესაძლებლობას დაინახონ ობიექტური სურათი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამ უწყებების გამართულ ფუნქციონირებასთან და ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას დანაშაულის პრევენციის მექანიზმში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის და კოორდინაციის მნიშვნელობას. შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები - გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი შოთა რიჟამაძე და გენერალური ინსპექციის უფროსი თემურ კვანტალიანი დაესწრნენ.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)