07:39 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 16:08:45, 779 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი: რადიკალური ოპოზიციის აჟიოტაჟს ცალკეული არასამთავრობოები აყვნენ და ამ კამპანიაში ჩართეს აშშ-ის საელჩო

რადიკალური ოპოზიციის აჟიოტაჟს სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აყვნენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყველაზე ცუდი რაც იკვეთება, მათ ამ კამპანიაში ჩართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, თითქოს საელჩო დგას დისკრიმინაციის მხარეს - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ეს კამპანია მიზნად ისახავს შტურმს სასამართლოზე, თითოეულ მოსამართლეზე, რომ გააფრთხილონ, არ გაბედონ და არ გამოიტანონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება სამართალს და კანონის უზენაესობას.

„ეს კამპანიაც მიზნად ისახავს შტურმს სასამართლოზე, თითოეულ მოსამართლეზე, რომ გააფრთხილონ, კიდევ ერთხელ შეახსენონ მათი რეალური სახე, რასაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აკეთებდნენ, რომ არ გაბედონ და არ გამოიტანონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება სამართალს და კანონის უზენაესობას.  ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. რადიკალური ოპოზიციის აჟიოტაჟს სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აყვნენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყველაზე ცუდი აქ რაც იკვეთება, მათ ჩართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამ კამპანიაში, თითქოს საელჩო დგას დისკრიმინაციის მხარეს. რა ღირებულებების და ფასეულობების მატარებელია ეს ხალხი, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლობაზე მიაქვთ ასეთი შტურმი“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics