2022-05-23 13:20:45, 710 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ივანიშვილი იმ პოლიტიკური ძალის დამფუძნებელია, რომელმაც გაისტუმრა რუსულ საქმის მკეთებელი ძალა
ბიძინა ივანიშვილი იმ პოლიტიკური ძალის დამფუძნებელია, რომელმაც საქართველოდან გაისტუმრა პოლიტიკური ძალა, რომელიც სწორედ რუსულ საქმეს აკეთებდა აქ 9 წლის განმავლობაში. როცა ეძახით ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქს, რომელმაც რუსული რეჟიმი გაისტუმრა საქართველოდან და დაამყარა ახალი, დემოკრატიული ხელისუფლება, ეს არის ფეიკი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე „მთავარი არხის“ კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შედეგებია რომ ჩვენ აღარ დაგვიკარგავს ჩვენი ტერიტორიები. „რაც შეეხება ფეიკებს, დღეს თქვენ თქვით მაგალითად, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი. თქვენც ხომ ხომ იცით რომ ეს ფეიკია? ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან 10 წელი საერთოდ არავითარი კავშირი და შეხება არ ჰქონია არც ბიზნესის და არც პოლიტიკის კუთხით. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ძალის დამფუძნებელია, რომელმაც საქართველოდან გაისტუმრა პოლიტიკური ძალა, რომელიც სწორედ რუსულ საქმეს აკეთებდა აქ 9 წლის განმავლობაში. ზუსტად ამ პოლიტიკურმა ძალამ, „ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთს ქვეყნის ტერიტორიების 20%. როგორ ჩააბარა, ამას წინ რა უძღოდა? მანამდე სამხრეთ ოსეთის საზღვრები აღადგინა, ესეც ხომ იცით? რატომ გაურბიხართ ამ ფაქტებს, ფაქტებს გეუბნებით მე და არა აღქმებს. ფაქტი არის, რომ შემოხაზეს ხელახლა სამხრეთ ოსეთის ოლქის საზღვრები, რომელიც იყო გამსახურდიას ხელისუფლების დროს გაუქმებული, ჩაატარეს ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები, თქვენმა ხელისუფლებამ, „ნაცმოძრაობამ“ ჩაატარა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები, ზემო აფხაზეთი დაარქვეს კოდორის ხეობას და ა.შ. წლები ამზადებდნენ საფუძველს იმისათვის, რომ რუსეთს წაეღო საქართველოს ტერიტორიების 20% და გაატანეს ეს 20% რუსეთის ფედერაციას. ეს არის თქვენი პოლიტიკური ძალა, რომელიც აფინანსებს, რომელმაც შექმნა თქვენი ტელევიზია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მან 2012 წელს დააფუძნა, როცა გაისტუმრა ეს კრიმინალური რეჟიმი, მისი შედეგებია, რომ ჩვენ აღარ დაგვიკარგავს ჩვენი ტერიტორიები მას შემდეგ, ანუ მანამდე რუსეთს ჰქონდა მუდმივი პროგრესი საქართველოში თქვენი ხელისუფლების დროს, ჩვენი ხელისუფლების დროს ეს პროგრესი შეწყდა. რაც შეეხება დასავლურ ინტეგრაციას, სრულიად შეფერხებული იყო, შეჩერებული ეს პროცესი 2008-დან 2012 წლამდე. ეს პროცესი აღდგა და ის, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, რომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ეს არის ჩვენი ხელისუფლების შედეგები. ნატო-სთან უპრეცენდენტო თანამშრომლობა, რაც მანამდე შეჩერებული იყო ესეც არის ჩვენი ხელისუფლების შედეგები და როცა ეძახით ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქს, რომელმაც რუსული რეჟიმი გაისტუმრა საქართველოდან და დაამყარა ახალი, დემოკრატიული ხელისუფლება, ეს არის რა თქმა უნდა ფეიკი, რაც დარწმუნებული ვარ, თქვენ ჩემზე კარგად იცით, ამიტომ ვისაუბროთ ფაქტებით და არგუმენტებით და არა აბსტრაქტული აღქმებით, რომლებზეც საუბარი შეუძლებელია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|