06:44 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 12:50:03, 1181 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერი - უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში არ არის თვეების ან რამდენიმე წლის ამბავი

 უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში არ არის თვეების ან რამდენიმე წლის ამბავი,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

 მისი თქმით, უკრაინის ომი არის უდიდესი კრიზისი, რომლის წინაშეც ევროკავშირი არსებობის  ისტორიაში დგას. შოლცი თვლის, რომ უკრაინისადმი გამოხატული ევროპული სოლიდარობა,  ვლადიმერ პუტინის ავტოკრატიის საპირწონეა.

"მშვიდობა არის მხოლოდ ის, რაც შეგვიძლია მივიღოთ თავისთავად, თუ მზად ვართ დავიცვათ იგი. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან. ეს არის გარდამტეხი მომენტი ისტორიაში. რაც უფრო დიდია ზეწოლა გარედან, მით უფრო გავაერთიანებთ ძალებს, როგორც ევროკავშირს და ერთად ვიმოქმედებთ. ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, რუსეთმა არ უნდა მოიგოს ეს ომი, უკრაინა უნდა გაიმარჯვოს“, - განაცხადა შოლცმა.

სწორედ ამიტომ, მისი განმარტებით, გერმანია უკრაინას დახმარებას უწევს და მძიმე იარაღითაც კი, ასევე იღებს უკრაინელ ლტოლვილებს.

„სასტიკად თავდასხმულ ქვეყანას დახმარება სჭირდება თავის დასაცავად და ამას არ შეიძლება ეწოდოს ესკალაცია. მეგობრებო შვედეთსა და ფინეთში, გულწრფელად მოგესალმებათ, თქვენთან ერთად ნატო კიდევ უფრო გაძლიერდება, ევროპა კი უსაფრთხო გახდება,“ - განაცხადა კანცლერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics