18:18 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-18 18:15:09, 1793 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა. - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უკვე მიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Rybar-ის ქსელის დაკავებულ დამფუძნებელს დრონები და ელექტრონული აღჭურვილობა აღმოაჩნდა
უკრაინამ ტვერის რეგიონში სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანას და ბელგოროდის მახლობლად ნავთობის საწყობს დაარტყა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ „თუმო ქუთაისი“ გაიხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics