16:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 17:46:09, 830 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Routes Europe 2022-ზე მონაწილეობს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება  საავიაციო ფორუმ Routes Europe 2022-ზე მონაწილეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება  ავრცელებს.

მათივე თქმით, 18-20 მაისს, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში საავიაციო ფორუმი ROUTES EUROPE 2022 გაიმართება. რიგით მე-16 ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 1200 დელეგატი.

 

18-20 მაისს, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში საავიაციო ფორუმი ROUTES EUROPE 2022 გაიმართება. რიგით მე-16 ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 1200 დელეგატი, მათ შორის ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი მიიღებენ. საქართველოს ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს.

აეროპორტების გაერთიანების (UAG) ინფორმაციით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ROUTES EUROPE 2022-ზე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით გაიმართება პრეზენტაციები. ავიაფორუმი საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

სამდღიან ფორუმზე პირისპირ შეხვედრები გაიმართება ავიაციის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის. რათა შეჯერდეს ევროპის მასშტაბით სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა.

ROUTES EUROPE 2022  ასევე, განხილული იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები. საუბარი შეეხება ავიაციისა და ტურიზმის სწრაფი გაჯანსაღების გზებსა და ახალი ბაზრების ხელშეწყობას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics