|
2022-05-17 17:31:03, 951 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას
ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლას. ფინელმა პარლამენტარებმა მსგავს გადაწყვეტილებას თითქმის ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პარლამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად, 200 ხმიდან 188-მა მხარი დაუჭირა ფინეთის განცხადებას ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. პროცედურის მიხედვით, გადაწყვეტილება ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ქვეყნის მთავრობამ უნდა განიხილოს. ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტი საულე ნინოსტე მიიღებს. გარდა ამისა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საპარლამენტო განხილვა 16 მაისიდან გაგრძელდა. შემდეგ 14 საათის განმავლობაში დეპუტატებმა 212 გამოსვლა მოისმინეს. შეგახსენებთ, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლას ეწინააღმდეგებოდა ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერის გამო - ანკარა მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა გამოაცხადა ფინეთისა და შვედეთის ალიანსში შესვლის თაობაზე თურქეთთან კომპრომისის სწრაფი პოვნის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ანკარა არ აპირებს პროცესის დაბლოკვას.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)