|
2022-05-17 13:48:10, 1075 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გვარამიასგან ბევრი განცხადება მოგვისმენია ჩემი განადგურების მუქარით, მაგრამ არავის დაჭერა არ მიხარია
კანონის წინაშე ყველანი თანასწორი ვართ და მასზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი ვერ დადგება, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს. მისი განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევაში, სახეზეა კონკრეტული დანაშაული, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა. „როდესაც სჩადიხარ დანაშაულს, ვერც პოლიტიკოსის და ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს სამართლებრივ მოქმედებებს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. სახეზეა კონკრეტული დანაშაული, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და ბატონ ნიკა გვარამიას მიესაჯა სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია მისგან ჩემი განადგურების მუქარით, ბევრი სიძულვილის ენა, რაც ამ ადამიანისგან მოდიოდა, არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება. იყო კონკრეტული საქმე, ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და მივიღეთ შედეგი“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან კონკრეტული თანხების გაფლანგვის ფაქტი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელისთვის გადაცემის შეჩერების პერიოდში მოხდა. „მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა ტელეკომპანიის გადაცემის საკითხი, ზუსტად მაგ პერიოდში მოხდა ამ თანხების გაფლანგვა და მითვისება. სამწუხაროდ, ასეა. ფაქტია ის, რომ როდესაც სტრასბურგის სასამართლომ შეუჩერა გადაცემის ფაქტი, ეს ბოროტად იქნა გამოყენებული. დამთხვევაა თუ რაც არის, ესაა რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)