|
2022-05-17 12:50:27, 1124 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - რუსეთი არანაირად არ შეიძლება იყოს იზოლირებული, თუმცა დასავლეთისთვის ჩვენი არსებობა გამაღიზიანებელია
რუსეთი არანაირად არ შეიძლება იყოს იზოლირებული, თუმცა კოლექტიური დასავლეთი მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა რუსეთმა არ იცხოვროს ისე, როგორც მას სურს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, დასავლეთი მზადაა ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ქვეყანა არ განვითარდეთ ისე, როგორც ეს თავად ხალხს სურს და იცხოვრონ ისე, როგორც თავად სურთ. ამასთან უბრალოდ შეუძლებელია მიწის მეექვსედი იზოლირება პოლიტიკურად, ეკონომიკურად, დიპლომატიურად და ინფორმაციულად. „ზოგჯერ ჩანს, რომ რუსეთის არსებობა გამაღიზიანებელია კოლექტიური დასავლეთისთვის, და ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ არ განვვითარდეთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა და ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა”, - აღნიშნა პესკოვმა. გარდა ამისა, პესკოვმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კარგავს თავის სუვერენიტეტს, თუ ის არ გამოიჩენს მთლიანობას თავისი ინტერესების დაცვაში. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთი მუდმივად იცავს თავის ინტერესებს. „სულ მცირე ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთი ვითარდებოდა, აგრძელებდა განვითარების ტემპს, ცდილობდა გაეძლო კრიზისებისთვის, იყენებდა კრიზისებს განახლებისთვის, გასაუმჯობესებლად, განვითარებისა და უკეთესის შესაქმნელად, რათა ახალი ჰორიზონტები და შესაძლებლობები გახსენით მომავალი თაობებისთვის."- განაცხადა პრესმდივანმა. პესკოვმა ასევე გაზი გაუსვა, რომ რუსეთი გაუმკლავდება დასავლეთის დაპირისპირებას, რისთვისაც ყველა საჭირო რესურსი გააჩნია. „ჩვენ დავიცვათ ჩვენი ინტერესები. იმიტომ, რომ როგორც ინდივიდს, სახელმწიფოსაც აქვს თავისი ინტერესები. და თუ სახელმწიფო არ გამოიჩენს გამძლეობას, თუ სახელმწიფო არ გამოიჩენს პრინციპებს არსებობის ძირითად საკითხებზე, ეს სახელმწიფო კარგავს თავის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს“- დასძინა პესკოვმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)