|
2022-05-15 15:17:22, 1274 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - რუსეთს არ აინტერესებს, აღიარებს თუ არა G7 უკრაინის ახალ საზღვრებს
რუსეთს არ აინტერესებს, აღიარებენ თუ არა G7 ქვეყნები უკრაინის საზღვრებში ცვლილებებს, დონბასის რეგიონთან მიმართებაში,- აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უშიშროების საბჭოს წევრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, არის მოსკოვის და ამ ტერიტორიზე მცხოვრები ხალხის სურვილი. "რბილად რომ ვთქვათ: ჩვენს ქვეყანას არ აინტერესებს G7-ის მიერ ახალი საზღვრების [უკრაინის] არ აღიარება; მთავარია იქ მცხოვრები ხალხის ნამდვილი ნება. ნუ დაივიწყებთ კოსოვოს პრეცედენტს, ჩვენს დასავლელ მეგობრებს", - განაცხადა მედვედევმა. მედვედევმა დასძინა, რომ G7-ის გადაწყვეტილებები არის ჩარევა ჩინეთის საშინაო საქმეებში და რუსეთის წინააღმდეგ ფარული ომის გაგრძელება. „დიდი შვიდეულის ქვეყნები მოუწოდებენ ჩინეთს, არ დაეხმაროს რუსეთს სანქციების გვერდის ავლით, არ გაამართლოს მისი ქმედებები და არ მიაწოდოს რუსეთს სამხედრო დახმარება. ეს არის პირდაპირი ინტერვენციის გაგრძელება ჩინეთის საშინაო საქმეებში და მინიშნება იმისა, რომ მათ შეუძლიათ ჩინეთის დასჯა. დიდი შვიდეული გააგრძელებს ფარულ ომს რუსეთთან იმის ნაცვლად, რომ გაუმკლავდეს პრობლემებს საწვავთან და საკვებთან დაკავშირებით თავისი უკმაყოფილო მაცხოვრებლებისთვის “, - განაცხადა რუსეთის მაღალჩინოსანმა. G7-მა სამდღიანი შეხვედრის დროს ქვეყნებმა რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს , მათ შორის კიევისთვის იარაღის მიწოდების შესახებ. რაც შეეხება G7-ის მიერ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას, რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს არის "G7-ის მოქალაქეების ძარცვა" "უკრაინის კორუმპირებული რეჟიმის" მხარდასაჭერად.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)