05:49 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-15 14:31:48, 1275 ნახვა

მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ქვეყანა ნატო-ში წევრობისთვის განაცხადს ოფიციალურად შეიტანს

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ადასტურებს, რომ მისი ქვეყანა ოფიციალურად შეიტანს განცხადებას ნატოს სამხედრო ალიანსში წევრობისთვის.

ფინეთის პრემიერ მინისტრი სანა მარინი აცხადებს, რომ ფინეთის პარლამენტი ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში დაადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ  სამხედრო ალიანსის მიმართ  მხარდაჭერა მკვეთრად გაიზარდა ფინეთში და მეზობელ შვედეთში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მოსკოვი დაუზუსტებელი ზომების მიღებით დაიმუქრა , თუ ჰელსინკისა და სტოკჰოლმის მთავრობები სამხედრო ნეიტრალიტეტის მრავალწლიან პოლიტიკაზე უარს იტყვიან.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ფინეთსა და შვედეთს სამხედრო მხარდაჭერა აღუთქვა.

 სკანდინავიის რეგიონში ნორვეგია, დანია და ბალტიის სამი ქვეყანა უკვე ნატო-ს წევრები არიან.  ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება,  მოსკოვის გაბრაზებას გამოიწვევს, რომელიც ამბობს, რომ ორგანიზაციის გაფართოება  მის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის.

კითხვაზე, მოახდენს თუ არა ფინეთი ნატოში გაწევრიანებით რუსეთის პროვოცირებას , ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ აღნიშნა,  რომ დამნაშავე პუტინი იქნება. „ჩემი პასუხი იქნება, რომ ეს შენ გამოიწვიე. ჩაიხედე სარკეში," - თქვა ნიინისტომ.

ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ფინეთის საზოგადოების მხარდაჭერა წლების განმავლობაში დაახლოებით 20-25% იყო. მაგრამ რუსეთის  უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად, მან მიაღწია რეკორდულ - 76% . შვედეთში მოსახლეობის 57%-ს სურს გაწევრიანება, რაც კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ომამდე.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics