|
2022-05-11 16:58:33, 1058 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთმა და შვედეთმა სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარების პაქტს ხელი მოაწერეს
დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებმა სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარების პაქტს ხელი მოაწერეს. უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება ასევე გულისხმობს დაზვერვისა და სამხედრო კუთხით ერთობლივ წვრთნებს.ორივე მხარემ განაცხადა, რომ თანამშრომლობა "კიდევ უფრო მნიშვნელოვანი" უკრაინის ომის გათვალისწინებით გახდა. „თუ შვედეთს თავს დაესხმებიან და დახმარებისთბის ჩვენ მოგვმართავს, მაშინ ჩვენ მას დავეხმარებით“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ერთობლივ კონფერენციაზე. ბორის ჯონსონი შვედეთსა და ფინეთში ვიზიტით იმყოფება, რათა ქვეყნებთან რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შექმნილი ვითარება განიხილოს. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ ქვეყანა "იკვლევს ყველა შესაძლო ვარიანტს და ნატო არის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მაგიდაზე არსებობს". ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა გაიზარდა როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ორივე ქვეყანას სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გატარების ხანგრძლივი ისტორია აქვს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)