|
2022-05-11 16:10:51, 1070 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: 2012 წლის სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30 % და ახლა, მინიმუმ 10 %-ით არის შემცირებული - ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემი
,,2012 წლის სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30 % და ახლა მინიმუმ 10 %-ით არის შემცირებული. ამას არ ვამბობ მე, ამას ამბობს - მსოფლიო ბანკი. რატომ ხდება ეს საკითხი კითხვის დასმის და ოპონირების საფუძველი? ვერ ვხვდები. სხვათა შორის, 30 % იყო ბოლო წელს, მანამდე, წლების განმავლობაში, 34 % იყო და ერთი პროცენტითაც კი არ შემცირებულა სიღარიბის მაჩვენებელი,‘’ - ასე უპასუხა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მსოფლიო ბანკის სიღარიბის კვლევის შედეგების შესახებ დასმულ შეკითხვას. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ცალმხრივი საინფორმაციო პროპაგანდის შედეგი იყო ის, რომ თითქოს, 2012 წლამდე სიღარიბის დაძლევის მიმართულებით, ქვეყანაში იყო პროგრესი. ,სინამდვილეში, 2003 წლიდან მოყოლებული სიღარიბის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ბოლო წელს რაღაც საფრთხეები იგრძნეს და რაღაც მექანიზმებით 30 % -მდე ძლივს ჩამოიყვანეს მაჩვენებელი და შემდეგ 30 % -დან შემცირდა მინიმუმ 10 % - ით. საბედნიეროდ, საშუალოდ, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია 10 %-ით. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ 20 და 30 % სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები ბევრი არ არის ამ ქვეყანაში, ეს კმაყოფილების საფუძველს არავის არ აძლევს. მაგრამ თუ შედარებას გავაკეთებთ, ორ მონაცემს შორის, ნამდვილად იყო 30 % და ახლა, შემცირებულია მინიმუმ 10 % -ით. ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემი და არა დიმიტრი ხუნდაძის, ან მამუკა მდინარაძის. ‘’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)