|
2022-05-11 12:54:44, 1003 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად ცნობს
შეერთებული შტატების სენატმა დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორად აღიარებს. - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება. დოკუმენტს ორივე პარტიის სენატორები, დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალი და რესპუბლიკელი ლინდსი გრეჰემი ლობირებდნენ. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სენატი რუსეთის მთავრობის ქმედებებს ვლადიმერ პუტინის მეთაურობით ტერორისტულ აქტებად მიიჩნევს და მოუწოდებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აღიაროს რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ. „ეს აღიარება (ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის - რედ.) მნიშვნელოვანი იქნება ამერიკის კანონმდებლობაში. ასეთი აღიარებით მხოლოდ ოთხი ქვეყანაა: კუბა, სირია, ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ვცდილობთ, რუსეთი ამ სიაში შევიტანოთ, რომ მეხუთე იყოს. ეს არის კომპანია, რომელთანაც ის (რუსეთი) უნდა იყოს დაკავშირებული. ეს არის ტოტალიტარული რეჟიმები და ისინი არ აკეთებენ სიკეთეს“, - განაცხადა რეზოლუციის პრეზენტაციაზე მისმა თანაავტორმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მშიშრად მიიჩნევს, რომელიც ებრძვის ბავშვებს, ხოლო რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)