18:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 15:16:04, 1048 ნახვა

საზოგადოება
ყაზბეგის გამზირზე სკვერი სრულად რეაბილიტირდა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ყაზბეგის გამზირზე არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, ლედ განათების სისტემა და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყო სარწყავი სისტემა და გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირება განხორციელდა.

წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, სკვერში განთავსდა საპარკე სკამები წიგნის ვიზუალით. მოეწყო ორი „წიგნის ბუდე“, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთმანეთს რჩეული ლიტერატურა გაუზიაროს, ან წაიღოს წიგნი და მის ნაცვლად, სხვა წიგნი დატოვოს. გარდა ამისა, სკვერში არსებულ კედელზე აღბეჭდილია გამოჩენილი მწერლების ფრაზები.

რეაბილიტირებული სკვერი თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა. 

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 258 818 ლარი დაიხარჯა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics