|
2022-05-08 13:56:05, 1427 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - როგორც 1945 წელს, გამარჯვება ჩვენი იქნება
კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მილოცვა უცხო ქვეყნის ლიდერებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77 წლისთავთან დაკავშირებით. დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების მეთაურებისთვის მიწერილ დეპეშებში პუტინმა თქვა, რომ დღეს რუსი სამხედროები, „მათი წინაპრების მსგავსად“ „იბრძვიან მშობლიური მიწის ნაცისტური სიბინძურისაგან განთავისუფლებისთვის. პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ, "როგორც 1945 წელს, გამარჯვება ჩვენი იქნება“, - ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე. ეს დეპეშები გაეგზავნა რამდენიმე ქვეყნის ლიდერებსა და მოქალაქეებს: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, თვითგამოცხადებული DPR და LPR, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ასევე „ საქართველოსა და უკრაინის ხალხებს“. კრემლის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ომის ვეტერანებისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის გაგზავნილ წერილში პუტინმა „ხაზგასმით აღნიშნა დიდ სამამულო ომში დამარცხებულთა იდეოლოგიურ მემკვიდრეებზე შურისძიების დაუშვებლობაზე“. კვირას დილით უკრაინის პრეზიდენტმა ხსოვნისა და შერიგების დღესთან დაკავშირებით ვიდეო მესიჯი ჩაწერა, რომელშიც რუსეთის შეჭრა უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის ქმედებებს შეადარა. "წელს ჩვენ სხვანაირად ვამბობთ "არასდროს". ჩვენ სხვანაირად გვესმის "არასდროს". ეს მტკივნეულად ჟღერს, სასტიკად ჟღერს. ძახილის გარეშე, მაგრამ კითხვის ნიშნით. თქვენ ამბობთ: აღარასოდეს? უთხარით უკრაინას ამის შესახებ", - თქვა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინაში „ნაციზმის სისხლიანი რეკონსტრუქცია“ მოაწყო, მაგრამ „არავითარი ბოროტება პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და ბუნკერში დამალვას ვერ შეძლებს“.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)