04:08 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 14:52:33, 1181 ნახვა

მსოფლიო
ავსტრია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის კიდევ 42 მილიონ ევროს გამოყოფს

ავსტრიამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის 42 მილიონი ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების განცხადებით, გამოყოფილი თანხიდან 41,96 მილიონი უკრაინის მხარდასაჭერად არის, ხოლო დანარჩენი - მსოფლიო სასურსათო პროგრამას ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყნის დასახმარებლად. 

"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოყოს 45,96 მილიონი ევრო საგანგებო სიტუაციების სპეციალური ფონდიდან (AKF), რაც მისგან ოდესმე გამოყოფილი ყველაზე დიდი თანხაა. ლომის წილი - 41,96 მილიონი - უკრაინის მხარდასაჭერად არის გამოყოფილი, დანარჩენი - მსოფლიო სასურსათო პროგრამას ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყნის მხარდასაჭერად. წელს ჰუმანიტარული დახმარების ანაზღაურება პირველად 100 მილიონ ევროს გადააჭარბებს“, - თქვა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა.

უკრაინისთვის თანხიდან სულ მცირე 15 მილიონი ევრო იგეგმება ქალებისა და ბავშვების ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 5 მილიონი - ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ეხმარებიან უკრაინელების მიღებას მოლდოვაში.

ცნობისთვის, ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ავსტრიამ ფონდიდან 17,5 მილიონი ევრო გამოყო და უკრაინას გადასცა სამაშველო სამსახურის მანქანები, დამცავი აღჭურვილობა და საწვავი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics