10:12 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 10:04:00, 2105 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯო ბაიდენი - აშშ ცდილობს დარწმუნდეს, რომ უკრაინელებს აქვთ იარაღი და აღჭურვილობა, რათა პუტინის საზარელი ომისგან თავი დაიცვან

 უკრაინელებს, რომლებიც იბრძვიან ერის მომავლისთვის, უნდა ჰქონდეთ იარაღი, შესაძლებლობები, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, რათა დაიცვან თავი პუტინის საზარელი ომისგან, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ალაბამაში მყოფ მუშაკებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, რომლებსაც ისინი ამზადებენ მათ ობიექტზე, შესაძლებელს ხდის უკრაინის წინააღმდეგობას რუსეთის შემოსევის მიმართ და იცავს ამერიკელ მებრძოლებს ომისგან.

„ჩვენ ვიცით, რომ შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს მთელს მსოფლიოში, რათა დარწმუნდნენ, რომ უკრაინელებს, რომლებიც იბრძვიან ერის მომავლისთვის, ჰქონდეთ იარაღი, შესაძლებლობები და საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, რათა დაიცვან თავი პუტინის საზარელი ომისგან. ბევრი სამხედრო დანაშაული ჩადენილია.

სწორედ თქვენ ხდით შესაძლებელს, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიცვას თავი, მესამე მსოფლიო ომის დაწყების რისკის თავიდან აცილებით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ქარხანაში სტუმრობისას.

ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეფერხდება.

„ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეფერხდება“, - განაცხადა ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წიგნების ჩალაგება დავიწყე - ვუჩიჩმა მალე გადადგომის შესახებ განაცხადა
ქსირმა პირობა დადო, რომ ახლო აღმოსავლეთს აშშ-სთვის „ჯოჯოხეთად“ გადააქცევს
პაპმა ლეომ ბარსელონას საკათედრო ტაძარში იესო ქრისტეს კოშკი აკურთხა
აშშ-მ ირანი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics