|
2022-05-02 18:40:05, 1676 ნახვა
ომი უკრაინაში
ლუკანსკის ოლქის ადმინისტრაცია - რუბეჟნოე ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა
რუბეჟნოე ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. - ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს. მისვე თქმით, რუსული ძალები განუწყვეტლივ ბომბავენ ჰუმანიტარულ შტაბს უკრაინის ქალაქ რუბიჟნეში, ლუგანსკის ოლქში და ევაკუაციის მცდელობები კვლავ ჩაიშალა. „ახლა იქ ცოცხლად მოხვედრა თითქმის შეუძლებელია. სახიფათოა ჰუმანიტარულ შტაბში რამდენიმე წუთითაც კი ყოფნა. იქ მუშაობა არ შეიძლება — ხალხის გადარჩენა და დახმარების გაცემა. მუდმივი დაბომბვის გამო მოსახლეობა ქ. რუბიჟნე ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა“, - განაცხადა გაიდაიმ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)