|
2022-05-02 12:17:15, 1564 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა ლუგანსკი 18-ჯერ დაბომბეს - არის მსხვერპლი
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტება ლუგანსკის რეგიონი 18-ჯერ დაბომბეს, შედდეგად დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, სამი დაშავდა და დაფიქსირდა 28 სახლის ნგრევა,- ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი Telegram-ით ავრცელებს. გაიდაიმ ასევე აღნიშნა, რომ ძლიერმა და ხანგრძლივმა დაბომბვამ ხელი შეუშალა ევაკუაციასაც. „ეს იყო სუპერ მძიმე დღე. ძლიერმა და ხანგრძლივმა დაბომბვამ ხელი შეუშალა ევაკუაციას. სამი დაღუპული. მსხვერპლთა შორის - მცირეწლოვანი ბავშვია, დაიწვა გიმნაზია ლისიჩანსკში. 2010 წელს დაბადებული ბიჭი დაშავდა ქალაქ ზოლოტეს დაბომბვისას. რუსების მიერ 1 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე დაღუპულთა შორის ასევე იყო ადგილობრივი ზოლოტეს მკვიდრი.“ - განაცხადა გაიდაიმ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა. გარდა ამისა 1 მაისს ასევე ცნობილი გახდა, რომ მტერმა ერთ დღეში აღმოსავლეთ უკრაინის 14 დასახლება დაბომბა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)