03:17 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-01 13:25:32, 2537 ნახვა

მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: თუ ნატო-ში შევალთ, რუსეთმა შესაძლოა საზღვრის გამაგრება და ახალი ბაზების შექმნა დაიწყოს

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე თვლის, რომ მისი ქვეყნის ნატო-ში მომავალმა გაწევრიანებამ შეიძლება რუსეთის საზღვრის გამაგრება და ახალი ბაზები შექმნა გამოიწვიოს. ამის შესახებ მან Ilta-Sanomat- თან ინტერვიუში საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ახლა აღმოსავლეთ საზღვართან, დაახლოებით 1 000 კილომეტრამდე ტერიტორია ვაკუუმშია, ვინაიდან ადგილზე არ არიან რუსი სამხედროები.

ფინეთის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ასევე შესაძლოა რუსეთმა სამხედროების ყოფნა ბალტიის ზღვაშიც გაძლიეროს. 

"ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ როცა აღმოსავლეთ საზღვართან არის ვაკუუმი დაახლოებით 1000 კილომეტრზე, სადაც სამხედროები არ არიან წარმოდგენილი, ჩვენ ნამდვილად ვიხილავთ რუსეთის შესაძლო გადაჯგუფებებს ან ახალი ბაზების შექმნას და ჯარისკაცებსა და შეიარაღებას ამ არეალში. ეს საკმაოდ მკაფიოა.

რაც შეეხება ბალტიის ზღვას, უნდა გვახსოვდეს რომ კალინინგრადი რუსეთის აზროვნებაში ერთ-ერთი მთავარია და ბალტიის ზღვაში მათი  წარმომადგენლობა გაძლიერდება." - განაცხადა ნიინისტემ. 

ცნობისთვის, ფინეთი და შვედეთი  ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პასუხს მაისის ბოლოს ელოდებიან. 

​რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზაჰაროვამ განაცხადა, რომ მათ გაწევრიანებას „მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური შედეგები მოჰყვება“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics