08:20 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-30 13:30:44, 1693 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთი აშშ-ს - მოვუწოდებთ ვაშინგტონს შეწყვიტოს პროვოკაციები მასობრივი განადგურების იარაღით უკრაინაში

რუსეთის საელჩო მოუწოდებს აშშ-ს  „დაფიქრდეს საკუთარ თავზე“ და უარი თქვას პროვოკაციების მომზადებაზე უკრაინაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით.

დიპლომატების თქმით, ერთ-ერთი შესაძლო სცენარი არის „დადგმული ინციდენტი ყალბი დროშის ქვეშ“, რამაც შეიძლება ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფა და ათიათასობით უკრაინის მოქალაქის სიკვდილი გამოიწვიოს.

„ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ჩვენს წინააღმდეგ მორიგი უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომლებიც გამოთქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი ჯენკინსმა, რომლის მიზანი იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების დადანაშაულება უკრაინაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში,“ - აცხადებენ საელჩოში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერით ამზადებს პროვოკაციას მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რათა ამაში რუსეთი დაადანაშაულოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics