|
2022-04-30 11:17:09, 1499 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტები მიზანმიმართულად ანადგურებენ საწვავის საწარმოებს
უკრაინა ნავთობის მარაგებს მალე შეავსებს. - ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისივე თქმით, ოკუპანტები მიზანმიმართულად ანადგურებენ საწვავის საწარმოებს. "ჩვენი ქვეყნის ბევრ რეგიონში ბენზინგასამართ სადგურებზე მანქანების რიგები და გაზრდილი ფასები შეინიშნება. ოკუპანტები მიზანმიმართულად ანადგურებენ საწვავის წარმოების, მიწოდებისა და შენახვისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას. რუსეთმა ასევე დაბლოკა ჩვენი პორტები, ამიტომ მარაგების შესავსებად დაუყოვნებელი გადაწყვეტილებები არ არსებობს" - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)