|
2022-04-29 10:53:28, 1602 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - მშვიდობიან მოსახლეობას შეუძლია აზოვსტალიდან გასვლა, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა იარაღი უნდა დაყარონ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ აზოვსტალის ქარხნის დატოვება, ხოლო რაც შეეხება ბოევიკებს, მათ უნდა დაყარონ იარაღი,- ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. პესკოვის განცხადებით, პუტინმა მანამდე უკვა აღნიშნა, რომ იმ უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც უკვე დადეს იარაღი, იმყოფებიან შესაბამის პირობებში და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას იღებენ. გარდა ამისა, რუსეთი ასევე მზადაა უზრუნველყოს გაეროს და საერთაშორისო წითელი ჯვრის წვდომა ამ სამხედრო ტყვეებთან. „პრეზიდენტმა საკმაოდ ნათლად თქვა: მშვიდობიანი მოქალაქეები შეიძლება გავიდნენ და წავიდნენ სადაც მოესურვებათ. ბოევიკებმაც უნდა დადონ იარაღი და გავიდნენ. მათ სიცოცხლე შენარჩუნდება. ყველა დაშავებულს და ავადმყოფს სამედიცინო დახმარება გაეწევა. რაზეა მოსალაპარაკებელი ამ შემთხვევაში?,“ - განაცხადა პესკოვმა. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, თუ მშვიდობიანი მოქალაქეები მართლაც იმყოფებიან აზოვსტალში, მაშინ მათი ცხოველთა ფარად შეკავება ომის დანაშაულია უკრაინული ნაციონალისტური ბატალიონების მიერ. შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს ზელენსკიმ განაცხადა კიევის მზადყოფნა აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციისთვის მოლაპარაკებებისთვის, გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან მოლაპარაკების შემდეგ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)