|
2022-04-28 10:51:37, 1468 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი დასავლეთს - თუ ვინმე აპირებს ჩაერიოს მიმდინარე მოვლენებში, უნდა იცოდეს, რომ ჩვენი საპასუხო დარტყმები ელვისებური იქნება
იმ შემთვევაში თუ დასავლეთის ქვეყნები უკრაინასთან დაკავშირებულ საკითებში ჩაერევიან, რუსეთი მათზე საპასუხო დარტყმებს ელვისებური სისწრაფით მიიტანს,- ამის შესახებ სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენმა ვლადიმერ პუტინმა დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ-მ უნდა შეწყვიტოს იარაღის გაგზავნა უკრაინაში, ვინაიდან დასავლეთის ასეთი ქმედება უფრო მეტად აძლიერებს კონფლიქტს. მისივე თქმით, დასავლეთს სურდა რუსეთის დაყოფა სხვადასხვა ნაწილად. ამიტომ პუტინმა რუსეთთან კონფლიქტში უკრაინა დაადანაშაულა. „თუ ვინმე აპირებს ჩაერიოს მიმდინარე მოვლენებში და ჩვენთვის მიუღებელი სტრატეგიული საფრთხეები შეუქმნას რუსეთს, მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენი საპასუხო დარტყმები ელვისებური იქნება,“- განაცხადა პუტინმა. გარდა ამისა მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულისთვის რუსეთს ყველა საჭირო იარაღი აქვს, რასაც ახლა ვერავინ დაიკვეხნის. შესაბამისად არც თავად დააყოვნებს ფიქრს იმაზე, გამოიყენებს თუ არა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა. დასავლეთის ქვეყნებმა კი რუსეთის ამ ქმედებას სანქციებითა და იარაღის უკრაინისათვის მიწოდებით უპასუხეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)