|
2022-04-27 20:54:51, 2280 ნახვა
ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი
საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. - ამის შესახებ ინფორმაციას მისივე თქმით, უკრაინას ახლა სჭირდება დახმარება. „გამოვხატავ ჩემს პირად აზრს, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ. ჯერ ერთი, ეს არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკავების ისტორიული შესაძლებლობა. იქ არ დარჩა რუსეთის არმია, ყველა გაიყვანეს; მეორე მხრივ, მათ [ქართველებს] მთელი მსოფლიოსა და უკრაინის მხარდაჭერა ექნებათ. ისინი არა მხოლოდ არ აკეთებენ ამას, არამედ დამატებით ცდილობენ, გაამართლონ რუსეთის პოზიციები და მოქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, ვინაიდან ჩვენ აქ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ამას ამყარებს ქართველი ხალხის ადრეული ევროატლანტიკური მისწრაფებები. მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს, რუსეთის გული მოიგოს თავისი მოქმედებებითა და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის,“ აღნიშნა არესტოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)