|
2022-04-27 16:01:53, 1535 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა 287 ბრიტანელ დეპუტატს ქვეყანაში შესვლა აუკრაძალა
რუსეთმა ბრიტანეთის პარლამენტის 287 წევრს სანქციები ქვეყანაში შესვლის აკრძალვის სახით დაუწესა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პირებმს, რომლებსაც ახლა ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციაში შესვლა, ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ლონდონში ანტირუსული სანქციების ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაში, რაც ხელს უწყობდა დიდ ბრიტანეთში რუსოფობიური ისტერიის უსაფუძვლო გაღვივებას. „ბრიტანელი პარლამენტარების პირიდან წამოსული მტრული რიტორიკა და შორსმჭვრეტელი ბრალდებები არა მხოლოდ ამართლებს ლონდონის მტრულ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის დემონიზაციას და მის საერთაშორისო იზოლაციას, არამედ ასევე გამოიყენება რუსეთთან ურთიერთპატივისცემის მქონე დიალოგის ოპონენტების მიერ, რათა ძირი გამოუთხაროს ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველს,“- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბორის ჯონსონთან ერთად, ქვეყანაში შესვლა საგარეო საქმეთა მინისტრს-ლიზ ტრასს, თავდაცვის მდივანს-ბენ უოლასსა და მთავრობის კიდევ 10 წევრს აუკრძალა. რუსეთის აღნიშნული ქმედება გახლავთ პასუხი, 11 მარტს გაერთიანებულო სამეფოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეგახსენებთ, რომ 11 მარტს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ცნობის გამო სახელმწიფო დუმის 386 დეპუტატს სანქციები დაუწესა. პოლიტიკოსებს ბრიტანეთში შესვლა აეკრძალათ, საბანკო ანგარიშების აღმოჩენის შემთხვევაში კი ის გაეყინებათ. შესაბამისად ვერ შეძლებენ დიდ ბრიტანეთში ბიზნესის წარმოებას.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)