|
2022-04-27 12:29:21, 2213 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონი - პარადოქსია ის, რასაც ვლადიმერ პუტინი აკეთებს, თუმცა მას უკან დასახევი გზა ჯერ კიდევ აქვს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ არ ელოდა უკრაინაში რუსეთის სამხედრო წარუმატებლობას, თუმცა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკან დასახევი გზა ჯერ კიდევ აქვს, ვინაიდან აღარაფერი დარჩენია მანევრირებისა და კონფლიქტის დასრულების გარდა. შეკითხვაზე, მოელის თუ არა პუტინს მხირდან ომში ბირთვული იარაღის გამოყენებას, მორიგი სამხედრო წრუატებლობის შემთხვევაში, ბორის ჯონსომა უპასუხა, რომ "ამის მოლოდინი არ აქვს". "იმის ფონზე, თუ რას აკეთებს პუტინი, რათა რუსულ მედიაში არ გავრცელდეს ცნობები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება რეალურად უკრაინაში, პარადოქსია, მაგრამ მას უკან დასახევად მეტ პოლიტიკურ სივრცეს უტოვებს". - განაცხადა ჯონსონმა. ჯონსონს ასევე ჰკითხეს მოსკოვსა და ლონდონს შორის დაპირისპირების შესახებ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბრიტანეთს გაფრთხილება შემოუთვალა - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუკი ბრიტანეთი უკრაინაში რუსეთზე თავდასხმის პროვოცირებას გააგრძელებს, მოსკოვისგან "პროპორციულ პასუხს" მიიღებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოჰყვა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის ჯეიმს ჰეპეის განცხადებები, რომელმაც BBC რადიოსთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეებში ლოგისტიკური ხაზების სამიზნეში ამოღება სავსებით ლეგიტიმური იქნება, რადგან თუ ეს ხაზები არ დაირღვევა, ის პირდაპირ წვლილს შეიტანს უკრაინულ მიწაზე მასობრივ მკვლელობებში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)