|
2022-04-27 11:55:53, 1642 ნახვა
ომი უკრაინაში
ენტონი ბლინკენი - ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნანს იმისა, რომ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდება
აშშ-ს არ სჯერა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განწყობის უკრაინასთან დიპლომატიური თანამშრომლობის დამყარებაზე,- ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა. ბლინკენმა აღნიშნა ისიც, რომ აშშ აჩქარებს იარაღის მიწოდებას უკრაინაში და რომ პროცესი ახლა უკვე უკრაინისგან მოთხოვნის მიღებიდან 72 საათს საჭიროებს. „აქამდე ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი სერიოზულად ეკიდება კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა ბლინკენმა ამასთან ერთად, ბლინკენმა გამოხატა აშშ-ს სურვილი, მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დიპლომატიური დასრულებისკენ და დასძინა, რომ ვაშინგტონის მიზანია დარწმუნდეს იმაში, რომ უკრაინას აქვს უნარი მოიგერიოს რუსული აგრესია და, უფრო მეტიც, გააძლიეროს თავისი პოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან. „ტერიტორია, რომლის აღებაც რუსეთის მთავრობამ ორი თვის წინ მიიჩნია, დღეს მტკიცედ ეკუთვნის უკრაინას. კიევში ჩვენ დავინახეთ ქალაქის გაცოცხლების ნიშნები: ხალხი ჭამდა ქუჩაში, ისხდნენ სკამებზე და სეირნობნენ. ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ უკრაინელებმა მოიგეს ბრძოლა კიევისთვის", - დასძინა ბლინკენმა. შეგახსენებთ, რომ ენტონი ბლინკენი იყო პირველი, ვინც კანონმდებლებს მას შემდეგ ესაუბრა, რაც თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად, 24 აპრილს მოულოდნელად ჩავიდნენ კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)