|
2015-02-04 17:52:44, 1680 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: პროკურატურა მუშაობს, რომ ადეიშვილთან დაკავშირებით წითელი ცირკულარი მკვდარ სიტყვად არ დარჩეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილის წითელ ცირკულარში ჩასმის საკითხს ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ნაბიჯები თანმიმდევრულად გადაიდგა და ის დღეს წითელი ცირკულარით ძებნილია. როგორც წულუკიანმა ზურაბ ადეიშვილის უკრაინაში ყოფნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, პროკურატურის მხრიდან მომავალშიც გადაიდგმება ნაბიჯები იმისათვის, რომ წითელი ცირკულარი რეალურად ამუშავდეს და შესაბამისი სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოხდეს. "ყველაფერს აქვს თავისი დრო. როდესაც მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ პროკურატურა ყველაფერს აკეთებდა, რათა ზურაბ ადეიშვილი წითელ ცირკულარში ყოფილიყო ჩასმული, ბევრმა ამას სკეპტიკურად შეხედა მაშინ, მაგრამ ნაბიჯები თანმიმდევრულად გადაიდგა და დღეს ადეიშვილი წითელი ცირკულარით არის ძებნილი. ამის შემდგომ ისევ იქნება ნაბიჯები გადადგმული, რათა წითელი ცირკულარი არ დარჩეს მკვდარ სიტყვად, არამედ ამუშავდეს ის და შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. ამაზე მუშაობს მთავარი პროკურატურა. ყველაფერს თავისი დრო აქვს და მთავარია მოთმინება",-განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, გადაცემა "არჩევანში“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძემ განაცხადა, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კიევშია და ის უკრაინის მთავრობას რჩევებს აძლევს. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, უკრაინული მხარისთვის საქართველოს ყველა დოკუმენტაცია აქვს გადაგზავნილი და ადეიშვილის გადაადგილებაზე გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)