|
2022-04-26 13:29:44, 1631 ნახვა
ომი უკრაინაში
იარაღის შესაძენად, ნორვეგია უკრაინისთვის 43,7 მილიონ დოლარს გამოყოფს
უკრაინისთვის იარაღის შეძენის ფონდის შექმნის ინიციატივას დიდი ბრიტანეთთან ერთად ახლა უკვე ნორვეგიაც შეუერთდა და უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 43,7 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს,- ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა, იონას გარ სტოირემ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ნორვეგიამ ასევე შეიძლება განახორციელოს უკრაინაში იარაღის დამატებითი პირდაპირი მიწოდებაც, იმასთან ერთად, რაც უკვე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე, ნორვეგია NATO-ს არაწევრ ქვეყანას საბრძოლო იარაღით ჯერ არავის დახნმარებია. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოსაც. ხოლო 19 აპრილს, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ აღნიშნა დაიწყო ომის ახალი ეტაპი ანუ „ბრძოლა დონბასისითვის“.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)