20:18 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 11:40:02, 1461 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებისა და საპროცესო კანონმდებლობაში ახალი აღკვეთის ღონისძიების დამატების ინიციატივა წარადგინა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გახსნა და მას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვალერი ლომუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებული, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახური დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებას და საპროცესო კოდექსში ახალი აღკვეთის ღონისძიების შემოღებას. შეხვედრის მონაწილეებმა პროკურატურის მიერ შემუშავებული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები დაგეგმეს.  

პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელება შეამცირებს პატიმრობის გამოყენებას ყველა კატეგორიის დანაშაულზე. ამავდროულად, ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას შექმნის ბრალდებულის დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის აღსრულების ეფექტიან მექანიზმს, რაც ოჯახური დანაშაულის დაზარალებულებს შეუქმნის დაცვის მეტ გარანტიებს და შეამცირებს ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკებს.

პროექტის განხილვა, უახლოეს მომავალში, უფრო ფართო საზოგადოების ჩართულობით გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა
რადიო თავისუფლება- ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი წილს სთხოვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics