|
2022-04-26 11:10:12, 1695 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის დუმის სპიკერი - უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოა, ზელენსკიმ პასუხი უნდა აგოს
უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოა, ზელენსკიმ პასუხი უნდა აგოს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ,- ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. დუმის სპიკერი ამტკიცებს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის გაჩაღების შემდეგ, კიევი გადავიდა ტერორისტულ თავდასხმებზე სხვა ქვეყნებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. "გუშინ FSB-მ აღკვეთა ჟურნალისტების ვლადიმერ სოლოვიოვის, მარგარიტა სიმონიანის, დიმიტრი კისელიოვის, ევგენი პოპოვის, ოლგა სკაბეევას, ტიგრან კეოსაიანის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის გაჩაღების შემდეგ, კიევი გადავიდა ტერორისტულ თავდასხმებზე სხვა ქვეყნებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის ის, რასაც ნეონაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერა მივყავართ უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოა. ზელენსკიმ პასუხი უნდა აგოს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, - აღნიშნა ვოლოდინმა. მისივე თქმით, „რაც მოხდა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების სისწორესა და დროულობას ადასტურებს“. ცნობისთვის, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს "ტერორისტული ჯგუფი", რომლებიც ნეონაცისტური ჯგუფის წევრები არიან და რომლებმაც დაკითხვისას თქვეს, რომ აპირებდნენ ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობას და განიხილავდნენ თავდასხმებს სხვა ცნობილ წარმომადგენლებზე.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)