|
2022-04-26 10:22:15, 1517 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ს თავდაცვის მდივანი: გვსურს, რუსეთი იმდენად დასუსტდეს, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რაც უკრაინაში გააკეთა
გვსურს, რომ რუსეთი იმდენად დასუსტდეს, რომ ვერ გააკეთოს ის, რაც გააკეთა უკრაინაში შეჭრის დროს,- ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პოლონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ორი თვის წინ ჰქონდა ამბიციები, თუმცა აშშ გააკეთებს ყველაფერს, რომ "თავიდან აიცილონ ვლდიმერ პუტინის სურვილი, დაიმორჩილოს უკრაინა". ”მე ვიტყოდი, რომ ეს შეესაბამება ჩვენს თვალსაზრისს. ჩვენ ვაპირებთ ყველაფერს გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პრეზიდენტ პუტინის სურვილი, დაიმორჩილოს უკრაინა, დაიკავოს მისი ტერიტორიები. მთლიანობა და სუვერენიტეტი. ორი თვის წინ მას ჰქონდა ამბიციები, რომ გასცლოდა ამას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა შეგახსენებთ, ვიზიტის შემდეგ პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ თვლის, რომ უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ, ამისთვის კი, საკმარისია მხოლოდ სწორი აღჭურვილობა და სწორი მხარდაჭერა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 24 აპრილს კიევში სამსაათიანი შეხვედრა გამართეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ეს ამერიკელი ოფიციალური პირების პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)