05:17 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 17:17:39, 1607 ნახვა

ომი უკრაინაში
აღდგომის დღეს, ოკუპანტებმა მარიუპოლიდან რუსეთში 149 ადამიანი გადაასახლეს, მათგან 23 ბავშვი

აღდგომის დღეს, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლიდან რუსეთში 149 ადამიანი გადაასახლეს, მათგან 23 ბავშვი იყო. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ ტელეგრამის არხზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ქალაქში 100 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი. 

„აღდგომაზე ოკუპანტებმა მარიუპოლიდან რუსეთში 149 ადამიანი გადაასახლეს, მათგან 23 ბავშვი. უკრაინაში ფაქტობრივი ევაკუაციის ყველა დარღვევა იწვევს მარიუპოლის დეპორტაციის გაზრდას. ფაქტობრივად, ოკუპანტები არ მალავენ თავიანთ განზრახვებს - შეზღუდონ მარიუპოლის მოსახლეობა“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics