03:18 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 17:46:43, 2708 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთი მზად არის მოსახლეობას „აზოვსტალის“ ქარხნის დატოვების საშუალება მისცეს, თუ უკრაინის ძალები თეთრ დროშებს აღმართავენ

რუსი სამხედროები მზად არიან მშვიდობიან მოსახლეობას „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის დატოვების საშუალება მისცენ, მას შემდეგ, რაც უკრაინული ძალები საწარმოს მთელ პერიმეტრზე თეთრ დროშებს აღმართავენ. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, მიხეილ მიზინცევმა განაცხადა.

როგორვ უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან "მათ სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ და კვალიფიციური სამედიცინო დახმარებას გაუწევენ".

„აზოვსტალში მშვიდობიანი მოსახლეობის სავარაუდო ყოფნის შესახებ უკრაინული მხარის მუდმივი ბრალდებების საპასუხოდ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსეთი მზადაა ნებისმიერ დროს შემოიღოს დუმილის რეჟიმი და გამოაცხადოს ჰუმანიტარული პაუზა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ბატალიონებს და უცხოელ დაქირავებულებს, რომლებმაც იარაღი დაყარეს, გარანტირებული აქვთ სიცოცხლე, ღირსეული მკურნალობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, მაგრამ კიევის რეჟიმი არ იძლევა ამ შესაძლებლობის გამოყენების საშუალებას", - ნათქვამია განცხადებაში.

რეალურად ქარხნის მიწისქვეშა ობიექტებში და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალი, ნაციონალისტური ბატალიონების ბოევიკები, მათ შორის დაჭრილი უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც ასევე გამოთქვეს იარაღის დაყრის სურვილი“, - წერია რუსეთის თავდაცვის განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, არ მოხდეს შეეტევა აზოვსტალში, სადაც უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი მოსახლეობაა გამაგრებული, რადგან "აზოვსტალის" ტერიტორია მასიურად უნდა დაიბომბოს, როგორც თავად თქვა, "რომ ბუზი არ გამოფრინდეს იქიდან". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics