01:35 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 14:26:31, 1462 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკემ მოსკოვის პატრიარქ კირილთან შეხვედრა გააუქმა

რომის პაპ ფრანცისკესა და მოსკოვის პატრიარქ კირილს შორის შეხვედრის გეგმები დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ ინფრომაციას რუსული მედია არგენტინულ გაზეთ La Nacion-თან ფრანცისკეს ინტერვიუზე დაყრდნობით იუწყება.

 შეხვედრა ივნისში იერუსალიმში უნდა გამართულიყო, ვატიკანმა პაპის ვიზიტის 12-13 ივნისის გახანგრძლივება ლიბანში ერთი დღით გადაწყვიტა, რათა მას შეეძლო პატრიარქ კირილთან შეხვედრა 14 ივნისს იერუსალიმში.

ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ნანობს გეგმების „შეჩერებას“, რადგან ვატიკანის დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ასეთმა შეხვედრამ შეიძლება ხალხის დაბნეულობა გამოიწვიოს.

გარდა ამისა, ფრანცისკემ უკვე არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთი და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის წამოწყების გამო და გამოიყენა ისეთი ტერმინები, როგორიცაა გაუმართლებელი აგრესია და შემოჭრა. ამასთან ერთად დაგმო სისასტიკეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. თუმცა, მას პირდაპირ არ უხსენებია არც რუსეთი და არც პუტინი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა კირილმა კი რუსეთის ეს ქმედება დალოცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics