|
2022-04-21 13:52:27, 1361 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან რიზა თუნა თურაგაისთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნული შეხვედრა თურქეთის მხარეს არსებულ ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაიმართა. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრისას, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების განსაკუთრებულ წვლილს, ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების საფუძველია. ,,ჩვენი საბაჟო ადმინისტრაციების მიზანია, ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის საფუძველზე, თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაამარტივებს და დააჩქარებს საბაჟო ფორმალობებს. ჩვენ მზად ვართ, ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო გადაზიდვები შეუფერხებლად განხორციელდეს, ხოლო გაზრდილი ტვირთბრუნვის ეფექტური მართვა გაცილებით მეტი შედეგების მომტანი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნესსექტორისთვის", - განაცხადა ლევან კაკავამ. ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტები დაათვალიერეს და ტვირთების განბაჟების პროცედურებს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან კაკავამ თურქ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)