|
2022-04-21 10:05:37, 2404 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯო ბაიდენი უკრაინელ სამხედროებზე - ისინი უფრო მტკიცე და ამაყები არიან, ვიდრე მე მეგონა
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროება გადააჭარბა მის მოლოდინს, რადგან ისინი უფრო "მტკიცეები და ამაყები არიან, ვიდრე ეგონა". როგორც ბაიდენმა თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან და სხვა სამხედრო ოფიციალურ პირებთან საუბრისას აღნიშნა, რომ არაერთხელ უსაბრია უკრაინელებთან, მაგრამ მათი თავდადებით მაინც გაოცებულია. „თქვენ შესახებ არ ვიცი, მაგრამ არაერთხელ ვარ ნამყოფი უკრაინაში. მათთან ბევრი ვილაპარაკე. ღრმად ვიყავი ჩართული და ვიცოდი, რომ ისინი მტკიცე და ამაყები იყვნენ. მაგრამ შემიძლია გითხრათ, ისინი უფრო მკაცრი და ამაყები არიან, ვიდრე მე მეგონა. გაოცებული ვარ.“, - თქვა ბაიდენმა. პრეზიდენტმა შეაქო აშშ-ს არმია უკრაინელებისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნისათვის. ”მინდა მივესალმო იმ განსაკუთრებულ სამუშაოს, რომელსაც თქვენ აკეთებთ უკრაინელების შეიარაღებისა და აღჭურვისთვის და მათი ერის დასაცავად, ჩვენ ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსები და პარტნიორობა. ჩვენი მოკავშირეები ძლიერდებიან. ”- განაცხადა ბაიდენმა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 3,2 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია უკრაინას ბაიდენის თანამდებობის დაკავების შემდეგ, მათ შორის 2,6 მილიარდი აშშ დოლარი მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)